Metallica „მუსიკის ნობელის პრემიას“ მიიღებს

Metallica „მუსიკის ნობელის პრემიას“ მიიღებს
შოუბიზნესი / თებერვალი 14, 2018

ამერიკული ჯგუფი Metallica საერთაშორისო Polar Music Prize-ის ლაურეატი გახდა, რომელსაც „მუსიკის ნობელის პრემიასაც“ უწოდებენ.

დაჯილდოების ცერემონია 14 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება. ღონისძიებას შვედეთის სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ პრემიის ადრინდელი ლაურეატები პოლ მაკარტნი, ჩაკ ბერი და ბი ბი კინგი არიან.

Polar Music Prize 1989 წელს, ჯგუფ ABBA-ს მენეჯერმა სტიგ ანდერსონმა დააარსა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები