მერილ სტრიპი „პანამის სიის“ შესახებ, სტივენ სოდერბერგის ფილმში მონაწილეობას მიიღებს

მერილ სტრიპი „პანამის სიის“ შესახებ, სტივენ სოდერბერგის ფილმში მონაწილეობას მიიღებს
შოუბიზნესი / მაისი 15, 2018

რეჟისორი სტივენ სოდერბერგი „პანამის სიის“ შესახებ ფილმს გადაიღებს. სწორედ ეს სკანდალური თემა დაედება საფუძვლად პროექტს სახელად „სამრეცხაო“. „პანამის სია“ 11,5 მილიონ დოკუმენტის გაჟონვას ეხება, რომელმაც უამრავი ცნობილი ადამიანი ოფშორულ საქმიანობებში ამხილა, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავები და მოქმედი პოლიტიკოსებიც.

მთავარ როლს ფილმში მერილ სტრიპი, გერი ოლდმენი და ანტონიო ბანდერასი  შეასრულებენ.

გადაღებები მიმდინარე შემოდგომაზე დაიწყება.