მერაია ქერის ახალი სიმღერა გამოვიდა

მერაია ქერის ახალი სიმღერა გამოვიდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 5, 2018

ქსელში მერაია ქერის ახალი სინგლის With You პრემიერა შედგა. სიმღერა ლეგენდარული ვარსკვლავის მე-15 სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც დღის სინათლეს წლის ბოლომდე იხილავს. დისკის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

 

View this post on Instagram

 

WITH YOU 💕 is finally here! 🎵 Available everywhere @ smarturl.it/WithYouMC ❤💙💜(link in bio)

A post shared by Mariah Carey (@mariahcarey) on

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მერაია თიზერებს აქვეყნებდა, რითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში სიმღერის მიხედვით გადაღებულ შავ-თეთრ კლიპსაც ვიხილავთ.

 

View this post on Instagram

 

#WithYou 💕

A post shared by Mariah Carey (@mariahcarey) on


შეგახსენებთ, რომ 49 წლის მომღერლის უკანასკნელი კრებული Me. I Am Mariah… The Elusive Chanteuse 2014 წლით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფირფიტით ქერი 4 წლიან დუმილს დაარღვევს.

13 სექტემბერს, ქერიმ სიმღერა GTFO გამოუშვა.