მერაია ქერიმ სიმღერის With You კლიპი გამოაქვეყნა

მერაია ქერიმ სიმღერის With You კლიპი გამოაქვეყნა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2018

როგორც ვვარაუდობდით, შავ-თეთრი თიზერები, რომელთაც მერაია ქერი ცოტა ხნის წინ ქსელში ავრცელებდა სიმღერაზე With You კლიპის გადაღებებიდან იყო.

შეგახსენებთ, რომ სინგლი ლეგენდარული ვარსკვლავის მე-15 სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც დღის სინათლეს წლის ბოლომდე იხილავს. დისკის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 49 წლის მომღერლის უკანასკნელი კრებული Me. I Am Mariah… The Elusive Chanteuse 2014 წლით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფირფიტით ქერი 4 წლიან დუმილს დაარღვევს.

13 სექტემბერს, ქერიმ სიმღერა GTFO გამოუშვა.