მერაია ქერიმ 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

მერაია ქერიმ  4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 14, 2018

მერაია ქერიმ სკანდალური პირადი ცხოვრების ფონზე სიმღერისთვისაც მოიცალა. მომღერალმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ახალი კლიპი გამოუშვა, რომელიც სიმღერაზე GTFO გადაიღეს. სიმღერა მომღერლის ახალ ალბომში უნდა შევიდეს, რომლის გამოსვლაც წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მერაიამ ახალ კლიპში აქცენტი სექსუალურობაზე გააკეთა. ის ვიდეორგოლში რამდენჯერმე იცვლის სამოსს და სხვადასხვა ფერის პენუარებში პოზირებს.

ბოლო დროს „გრემის“ მფლობელმა მომღერალმა საგრძნობლა დაიკლო წონაში და ახლა ფანტასტიკურად გამოყურება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მერაია ქერი რამდენჯერმე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ის მილიარდერ საქმროს ჯეიმს პაკერს მოულოდნელად დაშორდა, მოგვიანებით კი 49 წლის ქერიმ 35 წლის მოცეკვავესთან, ბრიან ტანკასთან გააბა რომანი.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები