მერაია ქერი American Music Awards-ზე იმღერებს

მერაია ქერი American Music Awards-ზე იმღერებს
შოუბიზნესი / სექტემბერი 26, 2018

მერაია ქერი იმ შემსრულებელთა სიას შეუერთდა, რომლებიც ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” ცერემონიალზე იმღერებენ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ Microsoft Theater-ის სცენაზე Benny Blanco-ს, Halsey-ისა და Khalid-ის ტრიოსაც ვიხილავთ.

შოუზე ასევე Imagine Dragons, Post Malone Ty Dolla $ign-თან ერთად და კერი ანდერვუდი იმღერებენ.

საღამოს გასული წლის მსგავსად, დაიანა როსის ქალიშვილი, ტრეისი ელის როსი წაიყვანს.


შეგახსენებთ, რომ American Music Awards-ი 9 ოქტომბერს ლოს ანჯელესში გაიმართება.