მეგან მარკლმა ბუკინგემის სასახლის მთავარი წესი დაარღვია

მეგან მარკლმა ბუკინგემის სასახლის მთავარი წესი დაარღვია
საინტერესო / ივნისი 25, 2018

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად პირველ ოფიციალურ ღონისძიებაზე გამოჩნდა.  სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ასკოტში გამარულ სამეფო დოღს დაესწრნენ.

მარკლს მკაცრად ჰქონდა დაცული სამეფო დრესკოდი, თუმცა მან მაინც დაარღვია ბუკინგემის სასახლის მთავარი წესი: მეუღლესთან საუბრის დროს, მეგანმა დედოფალს ზურგი აქცია, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე უხეში შეცდომაა, რაც მონარქის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

ამას გარდა, პრინც ჰარის მეუღლე ერთადერთი იყო, რომელსაც საკუთარი სახელისა და ტიტულის ამსახველი ბეიჯი არ გაიკეთა. ეს უკანასკნელი მან ხელჩანთაზე მიამაგრა, რათა Givenchy-ს კაბა არ დაეზიანებინა, რომელიც სპეციალურად მისთვის დამზადდა.