მეგან მარკლი ტორონტოში მარტო გაფრინდა

მეგან მარკლი ტორონტოში მარტო გაფრინდა
შოუბიზნესი / აგვისტო 20, 2018

პრინც ჰარისთან ერთად ელიზაბეტ მეორეს შოტლანდიაში სტუმრობამდე, სასექსის ჰერცოგინა მეგან მარკლი პირველად გაემგზავრა ახალი სტატუსით დამოუკიდებლად სამოგზაუროდ.  სხვათაშორის, ჰარისთან შეხვედრამდე მეგანი რამდენიმე წელი მუშაობდა ტორონტოში, სადაც მისი მონაწილეობით სერიალს „ფორს-მაჟორები“ იღებდნენ. იქვე ცხოვრობს მარკლის უახლოესი მეგობარი – სტილისტი ჯესიკა მალრუნიც, რომელიც მომავალ ჰერცოგინას საქორწინო კაბის შერჩევაში ეხმარებოდა.

რა თქმა უნდა, შეუმჩნევლად დარჩენა მეგანს აღარ გამოუვა, ამიტომ ხანგრძლივი ფრენის დროს მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავიაკომპანიას Air Canada დაევალა, რომელსაც კენსინგტონის სასახლემ წერილი გაუგზავნა დეტალურად გაწერილი ინსტრუქციით, მთავარ პუნქტად კი, ბორტზე მეგანთან გასაუბრების ან მისთვის ფოტოს გადაღების მკაცრად აკრძალვა დასახელდა.

მოგვიანებით, ჰერცოგინას გრანდიოზული ტური ელის, როცა მეუღლესთან ერთად ავსტრალიას და ახალ ზელანდიას, ფიჯის კუნძულებსა და ტონგოს სამეფოს მოინახულებს.

საკვანძო სიტყვები