მეგან მარკლი და პრინცი ჰარი აფრიკელი გოგონას შვილად აყვანას აპირებენ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი აფრიკელი გოგონას შვილად აყვანას აპირებენ
შოუბიზნესი / აგვისტო 21, 2018

პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი იმ ექვსი თვის აფრიკელი გოგონას შვილებას აპირებენ, რომელიც ცოტა ხნის წინ ბოცვანაში საიდუმლო მოგზაურობის დროს აღმოაჩინეს ერთ-ერთ თავშესაფარში და ამერიკული ტაბლოიდის Globe განცხადებით, „ერთი ნახვით შეიყვარეს“.

აღსანიშნავია, რომ პატარა ბოცვანელი პირველი აფრიკელი ნაშვილები ბავშვი იქნება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში, რომლის შვილად აყვანა მეგანმა საკუთარი აფრო-ამერიკელი დედის პატივსაცემად გადაწყვიტა, ჰარიმ კი, სრულად გაიზიარა მეუღლის გადაწყვეტილება, რადგან თავის დროზე მისი დედა, პრინცესა დიანაც ოცნებობდა აფრიკელი ბავშვის აღზრდაზე.

საკვანძო სიტყვები