მეგან ფოქსმა გამჭვირვალე თეთრეულში გადაღებული პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა

მეგან ფოქსმა გამჭვირვალე თეთრეულში გადაღებული პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა
შოუბიზნესი / ნოემბერი 13, 2017

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 31 წლის მეგან ფოქსი კინოში ბრუნდება. თუმცა, ახალ პროექტში გადაღებებმა ჰოლივუდელ მსახიობს საყვარელი საქმიანობა, დიზაინერობა ვერ ჩაუნაცვლა. მეგანი ბრენდ Frederick’s of Hollywood-ის აქციონერი და კრეატიული დირექტორია.

ჰოლივუდის სექს სიმბოლომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბრენდის სექსუალურ თეთრეულში, სარკის წინ პოზირებს. Instagram-ის მომხმარებლებმა, რა თქმა უნდა, ფოტო სათანადოდ შეაფასეს და ათასობით კომენტარი დაუტოვეს. ფოლოვერები ფოტოზე წერენ, ძნელია დაიჯერო, მეგანი სამი შვილის დედაა. უმცროსი ვაჟი ერთი წლის წინ გააჩინა, თუმცა ახლა იდეალურ ფორმაშია.

ფოქსმა აღიარა, რომ მისი სილამაზის საიდუმლო ნახშირწყლებზე უარის თქმაა.

„არავითარი ჩიფსები, რეკერები და ბლითები, არაფერი მავნე. ყველაზე საზიანო, რის უფლებასაც ჩემს თავს ვაძლევ, ეს არის ყავა დღეში ერთხელ“ – ამბობს „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი. გარდა სწორი კვებისა, მეგან ფოქსი კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშობს.

 

საკვანძო სიტყვები