მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო გადასაღებ მოედანზე ისევ შეხვდებიან

მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო გადასაღებ მოედანზე ისევ შეხვდებიან
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

სულ მალე, მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს კოლაბორაციას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. კინოს ორი ლეგენდა ამჯერად დევიდ გრანის ბესტსელერის, „Killers of the Flower Moon: The Osage Murders and the Birth of the FBI“ ეკრანიზაციისთვის გაერთიანდა.

74 წლის რეჟისორის ფილმი 20-იანი წლების ამერიკას გვიჩვენებს, სადაც ოკლაჰომას შტატში აღმოჩენილი ნავთობის შემდეგ მთელი რიგი დანაშაულებების სერია მოხდა. ახლად შექმნილი ფედერალური ბიურო კი ამ საქმის გამოკვლევას იწყებს.

დიკაპრიოს გარდა ფილმში მონაწილე სხვა მსახიობების ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.