Maroon 5-მა მორიგი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)

Maroon 5-მა მორიგი კლიპი წარმოადგინა (ვიდეო)
შოუბიზნესი / თებერვალი 12, 2018

ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა Maroon 5 სიმღერაზე „Wait“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა. რელიზიდან რამდენიმე საათში ვიდეომ, როგორც მოსალოდნელი იყო, 2 მილიონზე მეტი ნახვა და 180 ათასზე მეტი კომენტარი დაიმსახურა.

სიახლე ჯგუფის მეექვსე ალბომში „Red Pill Blues“ შედის და ის მეოთხე ოფიციალურ სინგლად მოიაზრება. ამ მომენტისთვის, სიახლე Billboard Hot 100-ის 56-ე ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ალბომს, ის გაყიდვაში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის მე-2 პოზიციამდე ასვლა შეძლო.

საკვანძო სიტყვები