Maroon 5-მა ახალი სიმღერა გამოუშვა და მომდევნო ალბომი დააანონსა

Maroon 5-მა ახალი სიმღერა გამოუშვა და მომდევნო ალბომი დააანონსა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 9, 2017

ამერიკულმა პოპ-როკ-ჯგუფმა Maroon 5-მა ახალი სიმღერა „Help Me Out“  გამოუშვა. მის ჩაწერაში მონაწილეობა ამერიკელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, ჯულია მაიკლსმა მიიღო, რომელიც აქამდე რიანასთან, კრისტინა აგილერასთან და გვენ სტეფანისთან თანამშრომლობდა.

სიმღერის პარალელურად, კოლექტივმა ახალი, რიგით მეექვსე ალბომი „Red Pill Blues“ დააანონსა. მასში 15 სიმღერა შევა, რომლიდანაც 6 დუეტი იქნება. დისკის პრეზენტაცია 3 ნოემბერს იგეგმება.

Maroon 5-ის წინა ფირფიტა „V“ 2014 წლის აგვისტოში გამოვიდა. გამოსვლიდან პირველივე კვირას დისკის 164 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და Billboard 200-ის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩარტის სათავეში მოხვდა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები