Maroon 5-ისა და Cardi B-ის დუეტი პირველობას არ თმობს

Maroon 5-ისა და Cardi B-ის დუეტი პირველობას არ თმობს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 2, 2018

გასული კვირის მსგავსად ,,ბილბორდის ცხელ 100-ეულს” Maroon 5-ისა და Cardi B-ის დუეტი Girls Like You ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ დრეიკმა, რომელიც მთელი 10 კვირის განმავლობაში ჩარტის 1-ელ ადგილზე იყო სიმღერით In My Feelings, ამჯერად რეიტინგის მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

სიმღერით Lucid Dreams რეიტინგში მეორეა 19 წლის რეპერი Juice WRLD.

საუკეთესო სამეულს Post Malone ხურავს მე-2 სტუდიური ალბომის Beerbongs & Bentleys მე-5 სინგლით Better Now.