Maroon 5-ის ახალ კლიპში მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ (ვიდეო)

Maroon 5-ის ახალ კლიპში მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივნისი 1, 2018

ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა Maroon 5 სიმღერაზე „Girls Like You“ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, რომლის ჩაწერაშიც კარდი ბიც მონაწილეობდა.

ვიდეოში ასევე კამილა კაბელო, ჯენიფერ ლოპესი, რიტა ორა, ბეჰატი პრინსლუ, მილი ბობი ბრაუნი, გალ გადოტი, ელენ დეჯენერისი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.

სიმღერა რიგით მესამე ოფიციალური სინგლია ჯგუფის ახალი ალბომიდან „Red Pill Blues“, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოვიდა. ალბომს კრიტიკოსების კეთილგანწყობა არ დაუმსახურებია, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი Billboard 200-ის მეორე ადგილზე განთავსებულიყო და ამერიკაში პლატინის სტატუსი დაემსახურებინა.