მარკ ცუკერბერგმა მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გასაჯაროება აღიარა

მარკ ცუკერბერგმა მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გასაჯაროება აღიარა
Hi Tech / მარტი 22, 2018

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ Cambridge Analytica-მ, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაზე მუშაობდა,  უუფლებოდ გამოიყენა მომხმარებელთა პირადი მონაცემები.

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია აკადემიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა და კონფიდენციალურობის ყველანაირი ნორმა დაცული იყო. ამის შემდეგ, მონაცემები კომპანიის მომხრეებს, მათ შორის Cambridge Analytica-ს გადაეცა. მარკმა დააზუსტა, რომ „ფეისბუქი“ ყველა კომპანიასთან მუშაობას გადახედავს, ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ყველა საეჭვო აპლიკაციები წაშალონ.

ცუკერბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, კომპანიამ ზომები წლები წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება Facebook-ის მიერ სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემას Cambridge Analytica-სთვის, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა. შედეგად, სოციალურმა ქსელმა 1 დღეში 6 მილიონი დოლარის ზარალი ნახა.

საკვანძო სიტყვები