მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქში“ მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა

მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქში“ მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა
Hi Tech / იანვარი 12, 2018

„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, სოციალური ქსელის ახალი ამბების ლენტის ალგორითმის შეცვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად კი, შეიცვლება პუბლიკაციების პრიორიტეტები – დაიკლებს ბრენდებისა და კომპანიის შეთავაზებები და უპირატესობა თქვენი ახლობლებისა და მეგობრების პოსტებს მიენიჭება.

ცუკერბერგმა ეს ცვლილებები დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ თხოვნით „ფეისბუქში“ სულ უფრო ხშირად მიმართავენ. მისი თქმით, მომხმარებლები ახალი ამბების ლენტაში მედიისა და კომპანიების კონტენტის ზედმეტ დოზაზე ჩივიან. მარკის დასკვნით, ამ ცვლილების მიზეზი მარტივია – ახლობლებისა და ნაცნობი ადამიანების პოსტები ადამიანებზე გაცილებით დადებითად აისახება.

„როგორც კი ჩვენი სიახლე ძალაში შევა, თქვენ დაინახავთ ნაკლებ კომერციულ სიახლეს. ჩვენ იკვე გავითავისეთ, რომ ეს წამოწყება ადამიანების სოციალურ ქსელში ყოფნას შეამცირებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს უფრო ღირებულად გამოიყენებთ“, – დაწერა ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვები