მარკ ცუკერბერგმა 2018 წლის მიზანი გაამხილა

მარკ ცუკერბერგმა 2018 წლის მიზანი გაამხილა
Hi Tech / იანვარი 5, 2018

“ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მიზნად დაისახა, რომ 2018 წელს სოციალურ ქსელში არსებული ყველა პრობლემა აღმოფხვრას. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, წლიდან წლამდე ის მიზნებს ისახავს და ცდილობს, მაქსიმალურად განახორციელოს ისინი.

„მსოფლიო შეშფოთებული და გაყოფილია და „ფეისბუქს“ ბევრი  საქმე აქვს, რათა შურაცხყოფები და სიძულვილი აღმოფხვრას. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებმა „ფეისბუქზე“ დრო კარგად გაატარონ. ჩემი პირადი გამოწვევა 2018 წლისთვის – ეს არის ამ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება“, – დაწერა ცუკერბერგმა.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები