მარგო რობი მონაწილეობას ტარანტინოს ფილმში მიიღებს

მარგო რობი მონაწილეობას ტარანტინოს ფილმში მიიღებს
შოუბიზნესი / მარტი 15, 2018

მსახიობი მარგო რობი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ მონაწილეობას მიიღებს. როგორც გამოცემა  Deadline წერს, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

რობი რომან პოლანსკის მეუღლის, მსახიობ შერონ ტეიტის როლზე მოიაზრება, რომელსაც ჩარლზ მენსონის დაჯგუფება მოკლავს.

იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმებას მიღწევენ, რობი ბრედ პიტსა და ლეონარდო დიკაპრიოს შეუერთდება, რომელთან მონაწილეობის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა.