მარგო რობი ბარბი ხდება

მარგო რობი ბარბი ხდება
შოუბიზნესი / ოქტომბერი 9, 2018

მარგო რობიმ შესაძლოა ბარბის როლი ითამაშოს.

პროექტზე, რომელიც ეპიკური თოჯინის შესახებ მოგვითხრობს, თავდაპირველად მუშაობას Sony აპირებდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს Warner Bros. განხორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღების შესახებ საუბრები ჯერ კიდევ 2014 წლიდან მიმდინარეობს. პირველად, ბარბის როლი ემი შუმერს შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა. შეთავაზება ჰქონდა ენ ჰეთევეისაც, რომელმაც როლზე ასევე უარი განაცხადა.

ფილმის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.