მამაკაცმა iPhone 6-ის ნაცვლად ფოსტით ვაშლი მიიღო

მამაკაცმა iPhone 6-ის ნაცვლად ფოსტით ვაშლი მიიღო
საინტერესო / სექტემბერი 28, 2017

ახალგაზრდა მამაკაცმა ინტერნეტით iPhone 6 გამოიწერა, თუმცა ადგილზე ფოსტით მას ჩვეულებრივი ვაშლი მიუვიდა. ორენბურგის 23 წლის მაცხოვრებელმა მომენტალურად პოლიციას მიმართა. განყოფილებაში მან საკუთარი განცხადება და მიღებული ხილი წარადგინა.

როგორც გაირკვა, შემთხვევითი კომპანია მან მარტივად იპოვა, თუმცა მისი სანდოობის გადამოწმება არც უცდია. წინასწარ გადახდილი თანხა დაახლოებით 242 დოლარი იყო, შედეგად კი ამ დროისთვის მას დაკარგული ფული და გაჯეტის ნაცვლად ერთი ცალი ვაშლი აქვს.

ონლაინ-შოპინგის სპეციალისტები ყოველთვის ურჩევენ მომხმარებლებს, რომ შეკვეთის მიღებამდე ფულის გადახდის შეთავაზებას არასოდეს დათანხმდნენ, რადგან მსგავსი მოთხოვნებით სწორედ არაოფიციალური კომპანიები სარგებლობენ.

საკვანძო სიტყვები