მამაკაცი, რომელმაც „შურისმაძიებლები 3“-ს 43-ჯერ უყურა, მეოთხე ნაწილის პრემიერაზე რეჟისორებმა პირადად დაპატიჟეს

მამაკაცი, რომელმაც „შურისმაძიებლები 3“-ს 43-ჯერ უყურა, მეოთხე ნაწილის პრემიერაზე რეჟისორებმა პირადად დაპატიჟეს
შოუბიზნესი / ივნისი 12, 2018

აშშ-ში, Marvel-ის კინოსამყაროს ერთგულმა თაყვანისმცემელმა ფილმს „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ 43 დღის განმავლობაში ყოველ დღე უყურა. შედეგად მან IMAX-ის სეანსების 55 უფასო ბილეთი მიიღო, ხოლო რეჟისორებმა ენტონი და ჯო რუსომ ის „შურისმაძიებლები 4“-ზე პერსონალურად  დაპატიჟეს.

თავის აქტივობებზე მამაკაცი რეგულარულად პოსტავდა „ტვიტერზე“ და კინოში წასვლის წინ ბილეთის სურათს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. ამ ფაქტმა კომპანია IMAX-ის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და ის ბილეთებით დაასაჩუქრა. საპასუხოდ კი მან კვლავ დაპოსტა: „და იცით, როგორ აღვნიშნავ მე ამ მოვლენას? „შურისმაძიებლები 3“-ზე 44-ედ წავალ“, – დაწერა მან.

პოპულარული სიახლეები