მაილი საირუსს პლაგიატში ადანაშაულებენ

მაილი საირუსს პლაგიატში ადანაშაულებენ
შოუბიზნესი / მარტი 14, 2018

მაილი საირუსსა და მის ლეიბლს RCA Records პლაგიატში ადანაშაულებენ. საქმე სასამართლოში იამაიკელმა მუსიკოსმა მაიკლ მეიმ აღძრა, რომელიც ფსევდონიმით Flourgon მოღვაწეობს.

მისი მტკიცებით, საირუსის 2013 წლის ჰიტი „We Can’t Stop“ ძალიან ჰგავს მის 1988 წელს დაწერილ სიმღერას „We Run Things“. მეის თქმით, მის ნამუშევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგის თაყვანისცმემლები უსმენენ და ის ძალიან უყვართ. ზარალის ასანაზღაურებლად კი ის 300 მილიონ დოლარს ითხოვს.

მაილი საირუსის წარმომადგენელს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

საკვანძო სიტყვები