მაილი საირუსმა ახალი ალბომი დააანონსა

მაილი საირუსმა ახალი ალბომი დააანონსა
შოუბიზნესი / აგვისტო 10, 2017

29 სექტემბერს მაილი საირუსი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე მისი პირველი ნამუშევარი იქნება. დისკს ”Younger Now” ერქმევა და ის რიგით მეექვსე იქნება 24 წლის საირუსის შემოქმედებაში.

სიახლე მაილიმ ”ინსტაგრამზე” დააანონსა. ცნობილია, რომ მაილის MTV Video Music Awards-ზეც ვიხილავთ. მომღერალი საღამოზე რამდენიმე ცნობილ ჰიტს შეასრულებს.

საკვანძო სიტყვები