მაიკლ ბი. ჯორდანი Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდა

მაიკლ ბი. ჯორდანი Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 3, 2018

Vanity Fair-ის ნოემბრის ნომრის სახე ამერიკელი მსახიობი, მაიკლ ბი. ჯორდანია.

,,კრიდისა” და ,,შავი პანტერას” ვარსკვლავი გამოცემის ფურცლებზე Louis Vuitton-ის, Saint Laurent-ის, Calvin Klein-ის, Hermès-ისა და Rag & Bone-ის ლუქებით გამოჩნდება.

გამოცემასთან ინტერვიუში ჯორდანმა საკუთარი მიზნების შესახებ ისაუბრა. მსახიობმა განმარტა, რომ მიღწეული წარმატების მიუხედავად, მას ბევრად უფრო დიდი ამბიციები აქვს.