მადონა საკუთარ თავზე ფილმს გადაიღებს

მადონა საკუთარ თავზე ფილმს გადაიღებს
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

ცოტა ხნის წინ, მადონამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის შესახებ სხვა ადამიანი ფილმს ვერ გადაიღებს, რადგან მასზე უკეთ მისი ცხოვრება არავინ იცის. სწორედ ამიტომ, ამ საპასუხისმგებლო საქმის თავის თავზე აღება მადონამ გადაწყვიტა.

პოპ-დედოფალმა სოციალურ ქსელში ამ ფაქტს პოსტიც მიუძღვნა: „ქალის საქმე არასოდეს მთავრდება! ექვსი შვილი მყავს და უამრავი საქმე მაქვს. ჩემს შესახებ ახალი ფილმის გადასაღებად ვემზადებით – ეს ხუმრობა არ არის!“

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავის შესახებ ფილმის „Blond Ambition“ მომზადებული სცენარი მთავარმა პერსონაჟმა დაიწუნა. მისი თქმით, ფაქტების უმეტესობა მასში დამახინჯებულია: დაწყებული დაბადების ადგილითა და უნივერსიტეტში სწავლით, დამთავრებული თანამედროვე ეპოქის დეტალებით. მაშინ მომღერალმა განაცხადა, რომ უმჯობესია, თაყვანისმცემლები მის მიერ გადაღებულ ფილმს დაელოდონ და ყველაფერი სწორედ იქიდან გაიგონ.

საკვანძო სიტყვები