მადონა მესამედ თხოვდება

მადონა მესამედ თხოვდება
შოუბიზნესი / ივნისი 11, 2018

მადონა თაყვანისმცემლების გაოცებას მუდმივად ახერხებს, ამჯერად, 59 წლის პოპ-დედოფალმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა სელფი ლაკონური წარწერით: „ვთხოვდები. მე პატარძალი ვიქნები. გასაოცარია“,-დაწერა ვარსკვლავმა.

როგორც ჩანს, მადონას საქმრო 32 წლის მოდელი კევინ სამპაიოა, რადგან წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პოპ-დივა მსახიობ შონ პენის, შემდეგ კი რეჟისორ გაი რიჩის ცოლი იყო.

https://www.instagram.com/p/Bjv_QGrBny6/?hl=en&taken-by=madonna