მადონა იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაზე

მადონა იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაზე
შოუბიზნესი / აგვისტო 7, 2018

მადონას, რომელსაც 16 აგვისტოს 60 წელი შეუსრულდება, იუბილე პირველმა იტალიურმა Vogue-მ მიულოცა და საჩუქრად სექტემბრის ნომრის გარეკანი დაუთმო. ელეგანტურ ფოტოსესიასთან ერთად მუსიკოსმა რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა და აღფრთოვანებით ისაუბრა ახალ ცხოვრებაზე პორტუგალიაში, სადაც 12 წლის დევიდის წყალობით გადაბარგდა.

როგორც აღმოჩნდა, ბიჭუნა, რომელიც მადონამ რამდენიმე წლის წინ იშვილა, დიდი ხანია ოცნებობს ფეხბურთელობაზე: „მინდოდა საუკეთესო აკადემია და მწრთვნელები  შემერჩია მისთვის, თუმცა ფეხბურთის დონე ამერიკაში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში და სწორედ ამიტომ შევარჩიე პორტუგალია“. დღეს პოპ-დივა დევიდთან, მერსი ჯეიმსთან, ტყუპებთან სტელასა და ესტელასთან ერთად ლისაბონში ცხოვრობს და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს.

 

 

 

 

 

საკვანძო სიტყვები