MacBook-ის კლავიატურაში მტვერი და ჭუჭყი ვეღარ მოხვდება

MacBook-ის კლავიატურაში მტვერი და ჭუჭყი ვეღარ მოხვდება
Hi Tech / მარტი 12, 2018

Apple-მა მორიგი სიახლე დააპატენტა: ეს არის ნოუთბუქის კლავიატურა, რომელიც დამცავი საშუალებებით არის აღჭურვილი. პატენტი ჯერ კიდევ 2016 წელს დარეგისტრირდა.

მასში საუბარია რამდენიმე საშუალებაზე, რომლის წყალობითაც კლავიატურაში ვერანაირი გზით ვერ მოხვდება მტვერი, ჭუჭყი, ნამცეცები და სხვა სახის ნაგავი. მოხსენიებულია მემბრანა თითოეული კლავიშის ქვეშ, რომლებიც კორპუსსა და ღილაკს შორის არსებულ ადგილს ამოავსებს.

MacBook კლავიატურაში ნაგვის მოხვედრა საკმაოდ აქტიუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ახალ მოდელებში, რომლებიც კიდევ უფრო თხელი გახდა. დროთა განმავლობაში კი, ეს ყველაფერი რამდენიმე ღილაკის ფუნქციონირებასაც კი უშლის ხელს.

საკვანძო სიტყვები