„ლურჯის ელფერი“ ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით კიდევ ერთი სეზონით გააგრძელეს

„ლურჯის ელფერი“ ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით კიდევ ერთი სეზონით გააგრძელეს
შოუბიზნესი / მარტი 20, 2017

წარმატებული მომღერლის კარიერის პარალელურად, ჯენიფერ ლოპესი საკმაოდ დაფასებული მსახიობიც არის. ცნობილი ხდება, რომ სერიალი „ლურჯის ელფერი“ კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივეს.

NBC-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლოპესისა და რეი ლიოტას მონაწილეობით პროექტი ეთერში კვლავ დაბრუნდება.

„ძალიან ვაფასებთ, რასაც აკეთებენ ჯენიფერი და რეი. სერიალი ნამდვილად იმსახურებს გაგრძელებას“,- ნათქვამია არხის ოფიციალურ განცხადებაში.