ლორენ იარეგუეი სადებიუტო სინგლს გამოუშვებს

ლორენ იარეგუეი სადებიუტო სინგლს გამოუშვებს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2018

Fifth Harmony-ის ლორენ იარეგუეიმ ,,ტვიტერზე” სადებიუტო სოლო სინგლი დააანონსა.

როგორც თიზერიდან ვიგებთ, Expectations დღის სინათლეს 12 ოქტომბერს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ გოგონათა ჯგუფს, რომელიც საიმონ კოუელის გადაწყვეტილებით, 2012 წელს, ამერიკულ The X Factor-ში შეიქმნა, ამჟამად შემოქმედებითი პაუზა აქვს.

კოლეტივის წევრები ძალებს სოლო კარიერაში ცდიან.

შეგახსენებთ, რომ კამილა კაბეიო, რომელმაც ბენდი 2016 წელს დატოვა, პოპულარული სოლო კარიერის დაწყების შემდეგ გახდა.