ლიზა ფიშერის 5 დაუვიწყარი დუეტი მსოფლიო მუსიკის ლეგენდებთან (ვიდეო)

ლიზა ფიშერის 5 დაუვიწყარი დუეტი მსოფლიო მუსიკის ლეგენდებთან (ვიდეო)
შოუბიზნესი / მაისი 28, 2018

26 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქოს ტალღის“ გრანდიოზული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. წელს „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარი ლეგენდარული მუსიკოსი, „გრემის“ ორგზის გამარჯვებული და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი ლიზა ფიშერია. მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება. ლიზა ფიშერი, რომლის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად რჩება. ის წლების მანძილზე ისეთ გენიალურ მუსიკოებესთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან ტინა ტერნერი, ლუთერ ვანდროსი, სტინგი, ჯგუფი Rolling Stones და სხვა. ჩვენ შევარჩიეთ 5 დაუვიწყარი საკონცერტო ნომერი, სადაც ლიზა ფიშერი მსოფლიო მუსიკის ლეგენდებთან ერთად დუეტში მღერის.

The Rolling Stones Feat Lisa Fischer – Gimme Shelter

სიმღერა Gimme Shelter ლეგენდარული ჯგუფის  Rolling Stones-ის სიმღერაა, რომელიც შესულია 1969 წლის ალბომში Let It Bleed . ჟურნალმა  Rolling Stone  ჰიტი Gimme Shelter ყველა დროის საუკეთესო სიმღერების რიცხვში შეიტანა. ჯგუფის ვოკალისტი მიკ ჯაგერი ლეგენდარულ ჰიტს  ყველა საკონცერტო ტურნეს დროს ლიზა ფიშერთან ერთად ასრულებს.

Sting (and Lisa Fischer) with Chris Botti, Every Breath You Take

ჯგუფ The Police-ის ლეგენდარული სიმღერა, რომელიც სტინგმა 1983 წელს დაწერა. ის 8 კვირის მანძილზე ლიდერობდა „ბილბორდის“ ჩარტებს და 2 „გრემის“ მფლობელიც გახდა.  სიმღერა Every Breath You Take სტინგმა ლიზა ფიშერთან და კრის ბოტისთან ერთად ნიუ-იორკში 2016 წელს შეასრულა.

Luther Vandross (and Lisa Fischer) – Here And Now

ლუთერ ვანდროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელიც 2003 წელს გამოვიდა. ყველაზე ეფექტური ლაივ შესრულება კი როიალ ალბერტ ჰოლში გამართული კონცერტიდან გვახსოვს, სადაც ლუთერ ვანდროსი სიმღერას ლიზა ფიშერთან ერთად ასრულებს.

Chris Botti feat. Lisa Fisher & Sinfonia Varsovia – “The Look of Love

„გრემის“ მფლობელი სიმღერა The Look of Love არაერთ ცნობილ არტისტს აქვს შესრულებული. მათ შორისაა ლიზა ფიშერიც, რომელმაც სიმღერა კრის ბოტისთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა

 Aretha & Lisa Fischer: Didn’t I (Blow Your Mind This Time)

კიდევ ერთი ჩარტების ლიდერი და „გრემის“ ტრიუმფატორი სიმღერა, მისი არეტა ფრანკლინისეული ვერსია შეუდარებელია. ჰიტს კი ლეგენდარული არეტა ფრანკლინი სწორედ ლიზა ფიშერთან ერთად ასრულებს. საინტერესოა, რომ ლიზა ფიშერი და არეტა ფრანკლინი 1991 წელს რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის ნომინაციაში „გრემიზე“ კონკურენტები იყვნენ.  „გრემი“ კი ლიზა ფიშერმა მიიღო.

საკვანძო სიტყვები