Linkin Park-მა ჩეტსერ ბენინგტონის მონაწილეობით უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა

Linkin Park-მა ჩეტსერ ბენინგტონის მონაწილეობით უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 13, 2017

Linkin Park-მა ჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, ჩესტერ ბენინგტონთან ერთად ჩაწერილი უკანასკნელი შოუს ვიდეო გააზიარა. საუბარია ჯეიმს კორდენის ცნობილ საავტომობილო შოუზე Carpool Karaoke, რომელიც მუსიკოსის თვითმკვლელობამდე 6 დღით ადრე ჩაიწერა.

ვიდეოში ჯგუფის წევრები საუბრობენ, ბევრს ხუმრობენ და რა თქმა უნდა, მღერიან, როგორც საკუთარ, ისე სხვის ჰიტებს. აღნიშნული გადაცემის გამოქვეყნება ბენინგტონის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩესტერ ბენინგტონი 2017 წლის 20 ივლისს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად დეპრესიის შედეგად თვითმკვლელობა დადგინდა.

საკვანძო სიტყვები