Linkin Park-ის ახალი კლიპი ჩესტერ ბენინგტტონის ხსოვნას ეძღვნება (ვიდეო)

Linkin Park-ის ახალი კლიპი ჩესტერ ბენინგტტონის ხსოვნას ეძღვნება (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 19, 2017

18 სექტემბერს,  YouTube-ის ოფიციალურ არხზე Linkin Park-ის ახალი ვიდეოს „One More Light“ პრემიერა შედგა. ამ დროისთვის კლიპი, რომელიც ჩესტერ ბენინგტონის ხსოვნას ეძღვნება, 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ვიდეო ჯგუფის ძველი კონცერტებისა და გამოსვლების კადრებისგან შედგება. კოლექტივის წევრის, მაიკ შინოდას თქმით, თავის დროზე სიმღერა სწორედ მათთვის დაწერეს, ვისაც დანაკარგი ჰყავდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ის თავად მათზეა.

მუსიკოსის განცხადებით, თაყვანისმცემლებისგან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობენ, ხოლო სიმღერა ერთ-ერთი საყვარელია მათი ახალი ალბომიდან.