ლილ უეინის ახალი სიმღერები ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” მოწინავე პოზიციებზე მოხვდა

ლილ უეინის ახალი სიმღერები ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” მოწინავე პოზიციებზე მოხვდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 10, 2018

27 სექტემბერს, ლილ უეინის მე-12 სტუდიური ალბომი Tha Carter V გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ რელიზიდან 2 კვირაში დისკის ორი სინგლი: Mona Lisa კენდრიკ ლამართან ერთად და Don’t Cry დუეტი XXXTentacion-თან, ,,ბილბორდის ცხელი 100-ეულის” ტოპ 5-ეულში მოხვდა.

სიმღერები მეორე და მეხუთე ადგილებზე განაწილდნენ, რამაც ჩარტის შედეგები შეცვალა.

საუკეთესო ხუთეულის მე-3 პოზიციაზე Juice WRLD-მა გადაინაცვლა, რის შედეგად Post Malone-ის Better Now მეოთხეზე აღმოჩნდა.

ამერიკის მთავარ ჰიტად კვლავ Maroon 5-ისა და ქარდი ბის Girls Like You რჩება, რომელიც მესამე კვირაა რეიტინგის ლიდერია.