ლიამ პეინმა სამეფო ოჯახის წევრების წინაშე იმღერა (ვიდეო)

ლიამ პეინმა სამეფო ოჯახის წევრების წინაშე იმღერა (ვიდეო)
შოუბიზნესი / მარტი 13, 2018

ბრიტანელი მომღერალი ლიამ პეინი, თანამეგობრობის დღესთან დაკავშირებით, სამეფო ოჯახის წევრების წინაშე წარდგა.

ტრადიციისამებრ, დიდ ბრიტანეთში მარტის მეორე ორშაბათს თანამეგობრობის დღე აღინიშნება და მას ტრადიციისამებრ ელიზაბეტ მეორე ესწრება.

12 მარტს პაპარაცებმა პეინი ვესტმინისტერის სააბატოსკენ მიმავალი გადაიღეს, სადაც მან ჯონ მაიერის „Waiting on the World to Change“ შეასრულა.

თავად პეინმა ვიდეოჩანაწერი „ინსტაგრამზე“ გააზიარა და განაცხადა, რომ მისთვის ეს გამოსვლა დიდი პატივი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ დამსწრე საზოგადოებას მისი შესრულება მოეწონა.

საკვანძო სიტყვები