ლიამ პეინმა და რიტა ორამ ფილმისთვის „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ საუნდტრეკი ჩაწერეს. ამ დღეებში ამის შესახებ კომენტარი თავად მუსიკოსებმა გააკეთეს.
სიახლეს „For You“ ჰქვია და მუსიკოსები მას ისეთივე პოპულარობას უწინასწარმეტყველებენ, როგორც ეს ზეინ მალიკისა და ტეილორ სვიფტის შემთხვევაში იყო. ამ უკანასკნელებმა ფილმის წინა სერიისთვის დუეტი „I Don’t Wanna Live Forever“ ჩაწერეს, რომელიც „გრემის“ ნომინანტიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ანასთეიშა სტილისა და კრისტიან გრეის ახალ ისტორიას მაყურებელი 2018 წლის თებერვლიდან იხილავს.