ლიამ პეინმა ბრაზილიელ თაყვანისმცემლებს სასტუმროს აივნიდან უმღერა (ვიდეო)

ლიამ პეინმა ბრაზილიელ თაყვანისმცემლებს სასტუმროს აივნიდან უმღერა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივნისი 13, 2018

ლიამ პეინი რიო-დე-ჟანეიროს ახალი სინგლის „Familiar“ პრომო-ტურის ფარგლებში ეწვია. სასტუმროს აივანთან კი, სადაც პოპულარული მომღერალი იმყოფებოდა, უამრავი თაყვანისმცემელი შეიკრიბა, რომლებიც რამდენიმე საათი ელოდნენ, როდის გამოვიდოდა მათი საყვარელი შემსრულებელი.

„თქვენი სიყვარული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამიტომ მინდოდა, რამე სანაცვლოდ მეც მომეცა და ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც შემიძლია“, – განუცხადა პეინმა ბრალიზიელ თაყვანისმცემლებს, შემდეგ კი თავისი ჰიტი „Little Things“ შეასრულა. ვიდეო თაყვანისმცემლებმა „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საკვანძო სიტყვები