ლიამ პეინი და შერილ კოული ერთმანეთს შორდებიან

ლიამ პეინი და შერილ კოული ერთმანეთს შორდებიან
შოუბიზნესი / თებერვალი 19, 2018

24 წლის ლიამ პეინი და 34 წლის შერილ კოული ერთმანეთს შორდებიან. ცნობილია, რომ მუსიკოსმა იურისტების მომსახურებას უკვე მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დაქორწინებული არ ყოფილა, მათ 11 თვის საერთო შვილი ჰყავთ.

ინსაიდერების თქმით, ორივე მათგანი შეეცადა ურთიერთობის გადარჩენას, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს.

დაშორების მიზეზად პეინის ხშირი გასტროლები სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ შერილმა ამის შესახებ იცოდა, როგორც ჩანს, ამისთვის ის მზად არ იყო.

საკვანძო სიტყვები