LG საკეც ტელევიზორზე მუშაობს

LG საკეც ტელევიზორზე მუშაობს
Hi Tech / იანვარი 9, 2018

CES 2018-ის გამოფენაზე, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გაიმართება, LG წარადგენს 65 დიუიმიან ტელევიზორს OLED პანელით, რომელიც რულონად დაიკეცება.

მოწყობილობაზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ მოიპოვება. რაც შეეხება გამოფენას, მასზე ტელევიზორის პროტოტიპის დემონსტრირება მოხდება, სრული ვერსია კი რამდენიმე წელიწადში გამოვა.

LG Display-ის სტენდზე ასევე გამოვა მსოფლიოში პირველი 88 დიუიმიანი OLED 8K დისპლეი, ასევე სამხრეთ კორეული გიგანტის სხვა მოწყობილობები.

საკვანძო სიტყვები