LG-ს მომდევნო სმარტფონს G7 ThinQ ერქმევა

LG-ს მომდევნო სმარტფონს G7 ThinQ ერქმევა
Hi Tech / აპრილი 5, 2018

ცნობილი ინსაიდერის, ევან ბლასის ინფორმაციით, LG G7 ბაზარზე LG G7 ThinQ-ის სახელწოდებით გამოვა. ამასთან, ცნობილია, რომ სმარტფონი ბაზარზე მაისის შუა რიცხვებში გამოვა.

რაც შეეხება ThinQ-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონს სხვადასხვა ფუნქციის მხარდაჭერა ექნება, მათ შორის AI Cam და Qlens. AI Cam – გადაღებისთვის საუკეთესო რეჟიმს გვთავაზობს, ხოლო Qlens-ს QR-კოდებისა და შტრიხ-კოდების სკანირება შეუძლია, ამასთან მას რეალურ დროში სხვადასხვა ენაზე თარგმნის ფუნქციაც ექნება.

ამას გარდა, ცნობილია, რომ G7 აღჭურვილი იქნება MLCD+ დისპლეით, რაც ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს.

სმარტფონის ფასის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის.

საკვანძო სიტყვები