LG-მ პირველი საკეცი სმარტფონი დააანონსა

LG-მ პირველი საკეცი სმარტფონი დააანონსა
Hi Tech / ივლისი 5, 2018

რამდენიმე დღის წინ, ქსელში მოხვდა კომპანია LG-ის პატენტის განაცხადი საკეცი სმარტფონის შექმნასთან დაკავშირებით. ცნობილი ხდება, რომ სიახლე წიგნისებურად დაიკეცება. სმარტფონი რგოლის მექანიზმით დაიხურება, რომლის დროსაც დისპლეი ავტომატურად გამოირთვება.

მოწყობილობა ორი მიკროფონითა და დინამიკით აღიჭურვება და მისი გამოყენება ნებისმიერი სახით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ LG პატენტს სისრულეში მოიყვანს, ეს პირველი საკეცი სმარტფონი იქნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის პატენტები Samsung-ს, Huawei-სა და Motorola-ს უკვე დიდი ხანია აქვს.

საკვანძო სიტყვები