LG-მ ერთდროულად სამი სმარტფონი გამოუშვა

LG-მ ერთდროულად სამი სმარტფონი გამოუშვა
Hi Tech / ივნისი 7, 2018

LG-მ ერთდროულად სამი სმარტფონი გამოუშვა. საუბარია Q Stylus+-ზე, Q Stylus-სა და Q Stylusα-ზე. ისინი ერთმანეთისგან ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება და სხვადასხვა ბაზარზე გაიყიდება.

სამივეს 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს. Q Stylus-სა და Q Stylusα-ს  6,2 დიუიმიანი ეკრანები აქვს, რაც შეეხება მეხსიერებას, ის 3 გიგაბაირიანი შიდა და 32 გიგაბაიტიან ფლეშ-მეხსიერებას წარმოადგენს.

Q Stylus+-ს კი 4 გიგაბაიტიანი შიდა და 64 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება აქვს. რაც შეეხება კამერას, Q Stylus-სა და Q Stylus+-ს 16 მეგაპქსიელიანი ძირითადი და 8 და 5 მეგაპიქსელიანი წინა ორმაგი კამერა ექნებათ, ხოლო Q Stylusα 13 მეგაპიქსელიან ძირითად და 5 მეგაპიქსელიან წინა კამერას მიიღებს.

სამივე მათგანი Android 8.1.0 Oreo-ს სისტემაზე მუშაობს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები