LG-მ ბიუჯეტური კლასის სმარტფონი გამოუშვა

LG-მ ბიუჯეტური კლასის სმარტფონი გამოუშვა
Hi Tech / მარტი 7, 2018

კომპანია LG-მ ბიუჯეტური კლასის სმარტფონი LG X4 გამოუშვა. იგი აღჭურვილია 5,3 დიუიმიანი დისპლეით, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 16 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით.

სმარტფონი ანდროიდის სისტემაზე იმართება და მას 5 და 8 მეგაპიქსელიანი წინა და ძირითადი კამერები აქვს, ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი და LG Pay-ის მხარდაჭერა.

რაც შეეხება ფასს, ის 275 დოლარი ღირს.

 

საკვანძო სიტყვები