LG-ის ახალი სმარტფონის კამერა ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება

LG-ის ახალი სმარტფონის კამერა  ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება
Hi Tech / თებერვალი 13, 2018

სმარტფონი LG V30 გასული წლის შემოდგომაზე გამოვიდა და კომპანიის ნაწარმს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწყობილობად სახელდება.

ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ LG ახალი მოდელის V30s პრეზენტაციისთვის ემზადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერით იქნება გაწყობილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეფონს გარკვეულ საგანს უჩვენებთ, კამერა მას ამოიცნობს და მის შესახებ ინფორმაციას ეკრანზე გამოგიტანთ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ LG V30s 256 გიგაბაიტ შიდა მეხსიერებას მიიღებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მისი წინამორბედის შემთხვევაში.

სიახლე გაყიდვაში მარტის დასაწყისიდან სამხრეთ კორეაში გამოვა.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები