ლეონარდო დიკაპრიომ ღამე ჯულიეტ პერკინსთან გაატარა

ლეონარდო დიკაპრიომ ღამე ჯულიეტ პერკინსთან გაატარა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 23, 2017

ლეონარდო დიკაპრიოს თაყვანისმცემლებს უკვე დიდი ხანია აერიათ სათვალავი და ცდილობენ გაარკვიონ, რომელ მოდელთან აქვს რომანი ცნობილ ვარსკვლავს. ამ დღეებში ის უკრაინელი მოდელის, ალინა ბაიკოვას კომპანიაში შენიშნეს, მაგრამ ამის შემდეგ ის მორიგი ლამაზმანის გარემოცვაში დააფიქსირეს.

რამდენიმე დღის წინ, ლეო მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში ერთობოდა, რომელიც მოდელ ჯულიეტ პერკინსთან ერთად დატოვა. პაპარაცების დანახვის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, თვალს მოფარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, დადიოდა ხმები იმის შეახებ, რომ დიკაპრიო ყოფილ მეგობარ გოგოსთან, ტონი გარნთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა.