ლეონარდო დიკაპრიო ახალი როლისთვის მკაცრ დიეტას იცავს

ლეონარდო დიკაპრიო ახალი როლისთვის მკაცრ დიეტას იცავს
შოუბიზნესი / აპრილი 5, 2018

43 წლის ლეონარდო დიკაპრიო მკაცრ დიეტაზეა. ამას გარდა ის ფიტნეს-ცენტრებსაც აქტიურად სტუმრობს. ამ ყველაფრის მიზეზი კი მისი ახალი როლია, რომლისთვისაც მას ზედმეტი კილოგრამების დაკლება მოუწევს.

ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ის თითქმის შიმშილობს და თავს არ ზოგავს სასურველი შედეგის მისაღწევად.

„ის საკმაოდ განიცდის იმ ფაქტს, რომ საყვარელი პასტისგან, დესერტებსა და ელექტრონულ სიგარეტზე უარის თქმა მოუწია. მარტო რომ დარჩეს, ალბათ „მაკდონალდსში“ შევა და გემრიელად ისადილებს“, – განაცხადა ინსაიდერმა.

როგორც ჩანს, საუბარია ტარანტინოს ახალ ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომელშიც მოქმედება 1969 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში რიკ დალტონი (ლეონარდო დიკაპრიო) და კლიფ ბუტი (ბრედ პიტი) იქნებიან. ფილმის სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია.