ლეო 22 წლით უმცროს შეყვარებულს საჩუქრებით ანებივრებს (ფოტო)

ლეო 22 წლით უმცროს შეყვარებულს საჩუქრებით ანებივრებს (ფოტო)
შოუბიზნესი / აგვისტო 3, 2018

ლეონარდო დიკაპრიო საფრანგეთის სახმრეთ სანაპიროზე  რჩეულთან, კამილა მორონესთან ერთად ისვენებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა იახტაზე გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან 43 წლის ლეო და 21 წლის კამილა ერთად. ამჯერად კი პაპარაცებმა უფრო თბილი და რომანტიკული ფოტოების გადაღებაც მოახერხეს. შეყვარებული იახტაზე ერთმანეთს უღიმიან და ფანტასტიკურ დროს ატარებენ. ფოტოებიდან ჩანს, რომ 43 წლის ლეო 22 წლით უმცროსს შეყვარებულს სამკაულს ჩუქნის.

თავად კამილა მორონე ლეოს კუთვნილი იახტიდან ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. შეყვარებულების ერთობლი ფოტოების გადაღებას კი მხოლოდ პაპარაცები ახერხებენ.

 

 

 

 

 

 

საკვანძო სიტყვები