Lenovo-ს უახლესი სმარტ-საათი 15 წამში გაიყიდა

Lenovo-ს უახლესი სმარტ-საათი 15 წამში გაიყიდა
Hi Tech / ივლისი 6, 2018

ცოტა ხნის წინ, კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად წარადგინა სმარტ-საათი Lenovo Watch X.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი საათის პირველი პარტია 15 წამში გაიყიდა. გაჯეტი 45 დოლარი ღირს და ვიზუალურად ის ტრადიციულ მაჯის საათს ჰგავს, რომლის ციფერბლატიც საფირონის მინისგან არის დამზადებული, ხოლო სამაჯური – ქირურგიული ფოლადისგან. საათი წყალგაუმტარია.

Lenovo Watch X-ს 45 დღის განმავლობაში ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა შეეძლება. სმარტფონს კი ის Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება.

საკვანძო სიტყვები