Lenovo-ს ახალი სმარტფონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Lenovo-ს ახალი სმარტფონის გამოსვლის თარიღი ცნობილია
Hi Tech / მაისი 29, 2018

5 ივნისს Lenovo ახალ სმარტფონს Z5-ს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სიახლის ოფიციალური ფოტო ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა ინსაიდერებმა შესაძლო ვერსია გაავრცელეს.

ახალი გაჯეტი Zuk-ის ხაზით გამოვა. კომპანიის სტატუსის თანახმად, ეს ხაზი მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს.

სმარტფონის ტექნიკურ მხარეზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მას არ ექნება ჩარჩო და აღჭურვილი იქნება 4 ტერაბაიტიანი მეხსიერებით.

 

საკვანძო სიტყვები

Z5

პოპულარული სიახლეები